27 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
პუტინს ლავროვის გამონათქვამის გამო ისრაელისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია - Reuters

ისრაელის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას ვლადიმირ პუტინს ბოდიშის მოხდა მოუწია სერგეი ლავროვის გამონათქვამის გამო, რომელიც ადოლფ ჰიტლერის ებრაულ წარმოშობას ეხებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით Reuters- ავრცელებს.

ნაფტალი ბენეტმა მიიღო რუსეთის პრეზიდენტის ბოდიში და მას მადლობა გადაუხადა ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი დამოკიდებულების გარკვევისთვის - ნათქვამია ბენეტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნათქვამია ისიც, რომ ნაფტალი ბენეტმა საუბარში წამოაყენა მარიუპოლში ალყაში მოქცეული "აზოვსტალის" საკითხიც, სადაც ასეულობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა პასუხად განაცხადა რომ რუსეთი მზადაა ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გაყვანა უზრუნველყოს, ამასთან მოუწოდა კიევს "აზოვსტალში" მყოფ მებრძოლებს იარაღის დაყრა უბრძანოს.

დღის ამბები