27 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
ასპინძაში 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს  

მკვლელობა ასპინძაში - კონფლიქტის შედეგად მოკლულია 35 წლამდე მამაკაცი. ასპინძის კლინიკაში მამაკაცი უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს.

კლინიკის მენეჯერის თქმით, მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. 

"გარე დათვალიერებით ყელის არეში აქვს დიდი ჭრილობა. ჩვენთან უკვე ცხედარი შემოიყვანეს," - აცხადებს კლინიკის მენეჯერი მანანა ცინაძე.

შემთხვევა დაახლოებით 20:00 საათისთვის მოხდა. ინციდენტში მონაწილე პირები სოფელ ტოლოშიდან არიან.

ადგილობრივების თქმით, ფიზიკური დაპირისპირება დაბის ცენტრში, მაღაზიის მიმდებარედ მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია. 

დღის ამბები