27 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მიზეზი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა. ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ, კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის უკმაყოფილება მსგავსი შინაარსის ბრალდებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას.

ქართულმა მხარემ ფაქტობრივი განმარტებების და მტკიცებულებების დროულად წარდგენა მოითხოვა. საგარეო უწყების ცნობით უკრაინელმა დიპლომატმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას ამ ეტაპზე არ გააჩნია შესაბამისი პასუხი უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების დეტალებზე და შეტყობინებას კიევს გადასცემს.

დღის ამბები