27 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
პოპულარულ ტკბილეულში შესაძლოა სალმონელა აღმოჩნდეს - "ქინდერის" იმპორტირებულ პარტიებში საეჭვო შემთხვევები ვლინდება

ბავშვების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტკბილეულში შესაძლოა საშიში ნივთიერება სალმონელა აღმოჩნდეს - "ქინდერის" იმპორტირებულ პარტიებში საეჭვო შემთხვევები ვლინდება.

მშობლებმა საბავშვო ტკბილეულის ყიდვა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც "ქინდერის" საეჭვო პარტიაში საშიში ნივთიერების, სალმონელას აღმოჩინის რისკი გაჩნდა. ინფორმაცია ევროპის სურსათის უვნებლობის კომისიის სწრაფი განგაშის სისტემით გავრცელდა, რომლის მიხედვითაც Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადში შესაძლოა ბაქტერიით დაბინძურების შემთხვევა დადასტურდეს.

სალმონელა განსაკუთრებით საშიში ბავშვებშია. ბაქტერიის ორგანიზმში მოხვედრას მაღალი ტემპერატურა და ღებინება ახასიათებს. აზიანებს იმუნურ სისტემას. მთავარ რეკომენდაციად ჰიგიენის განსაკუთრებული დაცვა და ექიმთან დროული ვიზიტი სახელდება.

რეაგირება დაწყებული აქვს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. იმპორტიორ კომპანიებს კონკრეტული პარტიების რეალიზაციიდან ამოღება უკვე დაევალათ. დადასტურდება თუ არა სალმონელა "ქინდერის" საეჭვო პარტიაში? კითხვაზე პასუხი უახლოეს დღეებში, არაგეგმიური ინსპექტირების დასრულებისთანავე გაირკვევა.

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია - საშიში ნივთიერების ასამდე შემთხვევა საქართველოს გარდა ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, ძირითადად 10 წლამდე ბავშვებში დაფიქსირდა.

დღის ამბები