27 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შტამი - რამდენად სახიფათოა "ომიკრონის" ქვეტიპი და რით განსხვავდება ის წინამდებარე ვარიანტებისგან

ეპიდემიოლოგიური ცვლილებების კუთხით, ახალმა ვარიატებმა კითხვის ნიშნები ისევ გააჩინა. მსოფლიო შესაძლო ისევ ახალი გამოწვევის წინაშე დადგეს. მეცნიერების პროგნოზი გამართლდა. "ომიკრონის" კიდევ ორი ქვეტიპი "ბი ეი 4" და "ბი ეი 5", მსოფლიოს 5 ქვეყანაშია გავრცელებული. მათ შორის იტალია და დიდი ბრიტანეთია.

საწყისი წერტილი კი, ისევ სამხრეთ აფრიკაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "ომიკრონის" ახალ ვარიანტს შეშფოთების კვალიფიკაცია უკვე მიანიჭა. პანდემიის დასრულებასა და რისკების შემცირებაზე ექიმებს მიაჩნიათ, რომ ჯერ საუბარი ნაადრევია. 

"ომიკრონის" ორივე ქვევარიანტი მისი წინამორბედისგან, გავრცელების სისწრაფით გამოირჩევა. მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს, თუმცა რეინფიცირების რისკებს ზრდის.

საქართველოში ამ ეტაპზე, საფრთხეებს ვერ ხედავენ. ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ბოლო ერთი თევა სტაბილურად უკან იხევს. პანდემიის განმავლობაში პირველად, ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ვირუსის გავრცელების მასშტაბებს განსაზღვრავს 1%-ს ჩამოცდა. ამასთან, ლუგარის ლაბორატორიაში მუდმივად მიმდინარეობს ახალი საფრთხეების შესწავლა და ჯერჯერობით, "ომიკრონის" ახალი ვარიანტები აღმოჩენილი არ არის. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ეპიდრისკებს ჯერ კიდევ ხედავს.

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ინფიცირებულთა მატება იქნება, თუმცა უმნიშვნელო და ამას ვირუსის ახალი ტალღა არ მოყვება. მაგრამ სიფრთხილისა და ვაქცინაციის ტემპების გააქტიურების აუცილებლობაზე ისევ საუბრობენ.

ბოლო ერთ კვირაში, ლაბორატორიულად, კორონავირუსის 1007 შემთხვევა გამოვლინდა, ამავე პერიოდში გარდაცვლილია 13 ინფიცირებული. ვაქცინირებულია მოსახლეობის 44%. საქართველოს მასშტაბით, კლინიკაში 287 პაციენტი რჩება.

დღის ამბები