27 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ეწვია. მილოშ ვისტრჩილს და დელეგაციის წევრებს აეროპორტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი და საქართველო-ჩეხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი დახვდნენ.

სენატის პრეზიდენტი შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციური ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები ჩეხურ-ქართული ბიზნეს ფორუმის გახსნაშიც მიიღებენ მონაწილეობას და ასევე ასევე საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას გაეცნობიან.

დღის ამბები