Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 593 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 148 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 280 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.6%
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 635 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 958 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 148 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 945-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.6%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.04% ხოლო 7 დღის მანძილზე - 0.94%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 280 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 800-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 807 პირი ემსხვერპლა.