აღმოსავლეთ ევროპაში დაგეგმილ წვრთნებში, რომლის მიზანი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაა, მონაწილეობას 8000-მდე ბრიტანელი ჯარისკაცი მიიღებს.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ზაფხულის განმავლობაში ათობით ტანკი განლაგდება სხვადასხვა ქვეყანაში. ბრიტანულ ძალებს შეუერთდება ათი ათასობით ჯარისკაცი NATO-სა და "გაერთიანებული საექსპედიციო ძალების" მოკავშირეებისგან, როგორიცაა დანია, ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი და სხვა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნები დიდი ხანია დაგეგმილია, თუმცა გეგმები გაძლიერდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.