27 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს ტოივო კლაარს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს ტოივო კლაარს შეხვდა.

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის როლისა და თავად სპეციალური წარმომადგენლის მიერ შეტანილი წვლილისთვის მინისტრმა თანათავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

დღის ამბები