27 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა - მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე ომი განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტი კაპიტოლიუმის შენობაში წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა და ნენსი პელოსიმ რეგიონში არსებული ვითარება და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი განიხილეს.

პრეზიდენტმა სპიკერს მადლობა გადაუხადა წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებისათვის. მან ასევე ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაზე. მხარეებმა საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის პერსპექტივაზეც ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესაც შეხვდა.

დღის ამბები