უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ გუტიერეშისთვის ნათქვამი სიტყვების მიუხედავად, პუტინი მარიუპოლს მაინც ბომბავს. ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მზად არის დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება "აზოვსტალიდან" მოსახლეობის ევაკუაციაზე.
"ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვების მიუხედავად, მარიუპოლში საომარი მოქმედებების სავარაუდო შეწყვეტის შესახებ, "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორია რუსული არმიის ბარბაროსული დაბომბვის ქვეშაა. უკრაინა მზად არის დაუყოვნებლივი მოლაპარაკებებისთვის "აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაციისთვის და მიღწეული შეთანხმებების დაუყოვნებლივ იმპლემენტაციისთვის.
ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის მხრიდან ამ ადამიანების მიმართ მოპყრობა ჰუმანური იქნება. ველოდებით, რომ გენერალური მდივნის მისიის ეს ნაწილი ეფექტური იქნება. მზად ვართ ამ ძალისხმევას მხარი დავუჭიროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც გაეროს შეუძლია, ეს არის "აზოვსტალის" ქარხნის განბლოკვა, რომ ადამიანების სიცოცხლე ვიხსნათ. ჩვენ ამ საკითხის განხილვას დიდი დრო დავუთმეთ. მჯერა და მწამს, როგორც "აზოვსტალში" მყოფი მოქალაქეებს ახლობლებს და ნათესავებს, რომ გაეროს გენერალური მდივანი და ჩვენ შევძლებთ წარმატებული შედეგის მიღწევას, რომ ადამიანები სახლებში ცოცხლები დაბრუნდნენ," - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.