ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ე.წ. ლენდ ლიზის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, უკრაინას შეიარაღება უფრო სწრაფად და ეფექტური გზით გადასცეს. კანონს მხარი დაუჭირა 417 კანონმდებელმა, წინააღმდეგი იყო 10.
ე.წ. ლენდ ლიზის პროგრამა აშშ-მა ბოლოს მეორე მსოფლიო ომის დროს აამოქმედა. გადაწყვეტილებით შემცირდება ბიუროკრატიული ბარიერები. ამერიკა უკრაინას შეიარაღებას და აღჭურვილობას გადასცემს, გადახდა კი კიევს მოგვიანებით მოუწევს.