NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ ალიანსში გაწევრიანებას, მათ თბილად მიიღებენ. სტოლტენბერგის განმარტებით, როდესაც რუსეთი ცდილობს დააშინოს და დაემუქროს ფინეთს და შვედეთს NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით, ეს იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი არ სცემს პატივს ყველა ქვეყნის ძირითად უფლებებს თავად აირჩიონ საკუთარი გზა.
"მოგვიანებით უნდა ვესაუბრო ფინეთის პრეზიდენტს. როდესაც რუსეთი ცდილობს დააშინოს და დაემუქროს ფინეთს და შვედეთს, რომ არ გააკეთონ განაცხადი NATO-ს წევრობაზე, ეს იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი არ სცემს პატივს ყველა ქვეყნის ძირითად უფლებებს თავად აირჩიონ საკუთარი გზა.
ჩვენ ვაწარმოებთ დიალოგს ფინეთთან და შვედეთთან. ეს მათი გადაწყვეტილებაა და თუ ისინი ამას გადაწყვეტენ, მათ თბილად მიიღებენ. ველი, რომ პროცესი სწრაფად წარიმართება," - ამბობს იენს სტოლტენბერგი.