27 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია, ვეძებთ გზებს, რათა მეტი გავაკეთოთ, რომ უფრო ახლოს ვიმუშაოთ - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა NATO-სთვის ავლენს საჭიროებას, რომ უზრუნველყოს ისეთი ქვეყნების მხარდაჭერა, როგორებიც არიან საქართველო და მოლდოვა.

ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. სტოლტენბერგის თქმით, მხარდაჭერა მოიცავს როგორც პრაქტიკულ ნაწილს, ისე პოლიტიკურ მხარდაჭერას.

"უკრაინაში სასტიკი შეჭრა NATO-სთვის ავლენს საჭიროებას, უზრუნველყოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა, როგორებიც არიან საქართველო და მოლდოვა – რომლებიც არ არიან ნატო-ს და ევროკავშირის წევრები. ეს ეხება როგორც პრაქტიკულ მხარდაჭერას, ისე პოლიტიკურს. საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი და  ასევე ახლო თანამშრომლობა აქვს ევროკავშირთან. ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა მეტი გავაკეთოთ, რომ უფრო ახლოს ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები