27 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
"ჯარიმები არავის უხარია, მაგრამ აუცილებელია" - კალაძის თქმით, არასწორი პარკირების გამო მერიაში მოქალაქეების ბევრი "გულისტკივილის წერილი" შევიდა

ავტომობილების არასწორი პარკირებისა და ტროტუარზე გაჩერებისთვის ჯარიმები მკაცრდება - თბილისის მერიის ინიციატივით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე მსჯელობა დაიწყო. პროექტის თანახმად, ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას; ორმაგდება შშმ პირებისთვის განკუთვნილი გაჩერების ადგილზე პარკირება; 10-დან 50 ლარამდე იზრდება ზოგადად პარკირების წესის დარღვევაზე დაწესებული გადასახადი. ცვლილება პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

"ბევრი გულისტკივილის წერილი შემოდის იმასთან დაკავშირებით, რომ ტროტუარებზეა ავტომობილები გაჩერებული და ფეხით გადაადგილებაც კი შეუძლებელია. გვინდა, ეს ყველაფერი დარეგულირდეს. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ამ ყველაფერს მოიცავს, შესაბამისად, კანონში ჯარიმების გაზრდის თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები განხორციელდება. ჯარიმები არავის უხარია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს აუცილებელია, რათა ქალაქში წესრიგი იყოს,"- აცხადებს კახა კახა კალაძე. 

დღის ამბები