27 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი გახდება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მე-4 პრეზიდენტი - ნიკა მელია  

გახდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე?! ამ პოსტზე მყოფი ნიკა მელია კითხვას იუმორით პასუხობს.

"გიორგი მარგველაშვილი გახდება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მე-4 პრეზიდენტი - აი ეს კომბინაცია შეიძლება გათამაშდეს, მე გავხდები ავტომატურად ქვეყნის მე-4 პრეზიდენტი,"- აცხადებს ნიკა მელია.

ამავე საკითხზე თვითონ გიორგი მარგველაშვილის პოზიცია ამ დრომდე უცნობია. მას შემდეგ რაც, "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, რომ მე-4 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილისგან მჭიდრო თანამშრომლობის, უფრო კონკრეტულად კი მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელ პოზიციაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო, "რუსთავი 2-ის" გადამღებმა ჯგუფმა მისგან განმარტების მოპოვება კიდევ ერთხელ სცადა. გიორგი მარგველაშვილი, ისევე როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბრისას, ფაქტს არ უარყოფს, თუმცა საკითხზე განმარტებას არ აკეთებს. 

 გიორგი მარგველაშვილი მედიას კომენტარის წინასწარ შეთანხმებას სთხოვს.

"ეს ფორმატი, რომ წინასწარ მითანხმდებით ეს უნდა დავიცვათ, შესაბამისად ამ ფორმატს არ შევცვლი და როდესაც წინასწარ დამირეკავთ შევთანხმდებით, არასდროს არ გვქონია თანამშრომლობის პრობლემა. მხოლოდ მაშინ იქნება კომენტარი, როდესაც ჩვენ დავიცავთ თანამშრომლობის ფორმატს,"-აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. 

"კურიერის" ინფორმაციით შეთავაზება ყოფილმა პრეზიდენტმა წინამორბედისგან ოფიციალურად მიიღო. 

"რუსთავი2"-თვის ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხდება. "კურიერის" ინფორმაციით, შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

დღის ამბები