უკრაინაში ომის 62-ე დღეა - დილიდან განგაშის სიგნალის ხმები ისმის თითქმის ყველა რეგიონში.
ზაპოროჟიეში რუსულმა ძალებმა სამი თავდასხმა განახორციელეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია. რუსეთის ძალებმა დაბომბეს სუმის რეგიონის სოფელი რივნე.
რუსულ დაბომბვებს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხარკოვის რეგიონში, დაშავდა 9. ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს მიკოლაევზე.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა 10 რუსული საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.
რუსმა სამხედროებმა ხერსონის საქალაქო საბჭოს შენობა დაიკავეს. შენობიდან ჩამოხსნილია უკრაინის სახელმწიფო დროშა. ინფორმაციას თავად ხერსონის მერი ავრცელებს.
უკრაინის მთავარი პროკურატურის მონაცემებით, ომის პერიოდში რუსეთის ძალებმა 217 უკრაინელი ბავშვი მოკლეს. დაშავებულია 400-მდე არასრულწლოვანი.