27 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარება სჭირდება - ჯენ ფსაკი

უკრაინის დახმარების შემდგომი პაკეტის შესახებ, ვაშინგტონში დისკუსიები გაიმართება. თეთრი სახლის პრეს სპიკერი ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარება სჭირდება. სწორედ მათ საჭიროებებს განიხილავს გერმანიაში მყოფი თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. უკრაინის ახალი მხარდამჭერ პაკეტთან დაკავშირებით, დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

"ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ რუსეთის ძალისხმევის გაფართოება.
ეჭვგარეშეა, რომ უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარება სჭირდება. თავდაცვის მდივანი ოსტინი დღეს გერმანიაში იმყოფებოდა შეხვედრაზე, რათა განეხილა შემდგომი ნაბიჯები, რა არის უკრაინელების საჭიროებები, რადგან ომი გრძელდება. მათ ასევე ექნებათ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და ეკონომიკური საჭიროებებიც. ამაზე დისკუსიები მიმდინარეობს.

ჩვენ ვეცადეთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება დაგვეჩქარებინა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. რაც შეეხება თუ როგორი იქნება შემდეგი პაკეტი, ამის შესახებ დისკუსიები იქნება და რეკომენდაციებს პრეზიდენტი თავისი სამხედრო ლიდერებისგან მიიღებს. ეს დისკუსიები გვექნება კონგრესთან,"- აცხადებს ფსაკი

 

 

დღის ამბები