27 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
გაეროს გენერალური მდივანი დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება - რას ემსახურება გუტიერეშის ვიზიტი მოსკოვში

გაეროს გენერალური მდივანი დღეს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდება. ანტონიო გუტიერეში სამუშაო შეხვედრას გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც.

მომდევნო დღეებში კი გაეროს გენერალურ მდივანს ვიზიტი აქვს დაგეგმილი უკრაინაში. ის ხუთშაბათს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შეხვდება.

ორი ქვეყნის პირველ პირებთან საუბრის მთავარი თემა ომის დასრულება იქნება. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტამდე მოლაპარაკებები გამართა თურქეთის პრეზიდენტთანაც.

დღის ამბები