ბირთვული ომის რისკები ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი კი მზად არის ხელოვნურად გაზარდოს ეს საფრთხე - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის პირველ არხზე განაცხადა.
სერგეი ლავროვმა გაიხსენა, რომ იანვარში "ბირთვული ხუთეულის" ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თეზისი ამ იარაღის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ.
მან მოლაპარაკებების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ სტამბოლში შეხვედრების შემდეგ უკრაინის პოზიცია რადიკალურად შეიცვალა. მისივე განმარტებით, შეთანხმების მიღწევა დამოკიდებული იქნება სამხედრო მოქმედებების სტადიაზე.
"ჩვენ უკრაინელ მომლაპარაკებლებს მივეცით შეთანხმების განახლებული ვერსია, რომელიც უკვე ითვალისწინებდა მათ შემდგომ კომენტარს - როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება - და ჩვენ ველოდებით ერთი კვირაა. ჩვენი პოზიციის გაზიარების შემდეგ, დაახლოებით ხუთი დღის წინ ზელენსკის პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, როგორ აფასებდა დოკუმენტს - მან თქვა, "ჩვენ არაფერი მიგვიღია, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამებაო.
ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ როგორ ექცევა ის მოლაპარაკებებს, როცა პომპეზურად აცხადებს, რომ ყოველთვის მშვიდობას ანიჭებს უპირატესობას.
როგორც ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც გამოიყენება შეიარაღებული ძალები, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეთანხმებით დასრულდება. თუმცა, მისი პარამეტრები განისაზღვრება სამხედრო მოქმედებების იმ სტადიით, რომელზეც ეს შეთანხმება რეალობად იქცევა.
ბირთვული ომის რისკები მართლაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია,
ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ეს საფრთხე ხელოვნურად გაებერათ, ამის მსურველი კი ბევრია. საფრთხე სერიოზულია, ის რეალურია, არ შეიძლება მისი არასათანადოდ შეფასება.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ მესამე მსოფლიო ომი. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ ზელენსკისა და მისი გუნდის მუდმივ პროვოკაციებს, რომლებიც ითხოვენ ლამის ნატოს ჯარების შეყვანას უკრაინის ხელისუფლების დასაცავად. და ყველა ყოველთვის ამბობს, რომ ისინი მისცემენ შეიარაღებას, რაც, რა თქმა უნდა, ასევე ნავთს ასხამს ცეცხლზე,"- განაცხადა სერგეი ლავროვმა.