რუსეთმა ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში, 5 რკინიგზის სადგური დაბომბა, არიან დაშავებულები.
განგაშის ხმა ისმოდა თითქმის ყველა რეგიონში. ოკუპანტები თავს დაესხნენ ქალაქ კრემენჩუგს. 9 რაკეტა ესროლეს თბოელექტროსადგურსა და ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას.
რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაიღუპა ერთი, დაშავდა შვიდი მოქალაქე. აღდგომაზე რუსებმა ლუგანსკის რეგიონში შვიდი სახლი დაანგრიეს. რეგიონი მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა.
უტევენ ხარკოვსაც. უკრაინული მედიის ცნობით, საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმა გრძელდება კარასოვკას და იზიუმ ბარვენ-კოვის მიმართულებით.
გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ამ ორი თვის განმავლობაში 215 უკრაინელი ბავშვი მოკლეს.