უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკესა და ამ ფაქტთან დასავლეთის შეუგუებლობაზე საუბრობს სოციალურ ქსელში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ლიზ ტრასის თქმით, ბრიტანეთი არ მოისვენებს, სანამ პუტინი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს:
"ჩვენ ახლა, უკრაინაში პუტინის უკანონო ომის მე-3 თვეში შევდივართ. რუსეთმა საშინელი სისასტიკე ჩაიდინა; მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობასა და ბავშვებს ოდესაში თავს დაესხა, მარიუპოლი კი - ალყაშია. ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს," - წერს ლიზ ტრასი ტვიტერზე.