საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. ეგზიტპოლების მიხედვით საფრანგეთის პრეზიდენტი მეორე ვადით ემანუელ მაკრონი გახდა. Ifop-ის ეგზიტპოლების მონაცემებით მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხმების 58 % მიიღო, მისმა კონკურენტმა ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენმა კი 42 %.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს საფრანგეთში პრეზიდენტის ზედიზედ ორი ვადით გამარჯვების პირველი შემთხვევაა.