27 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
სააღდგომო ზავი არ შედგა - უკრაინის წინადადებები, მოლაპარაკებების პერსპექტივა და მძიმე შედეგები ომის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ

სააღდგომო ზავი არ შედგა - უკრაინის პირველი პირები რუსეთს ერთი დღით მაინც ცეცხლის შეწყვეტისკენ, მწვანე დერეფნების გახსნისკენ და ტყვეების გაცვლისკენ მოუწოდებდა, თუმცა, ოკუპანტმა ქვეყანამ მათ აღდგომა სხვანაირად მიულოცა. ჭურვებით და რაკეტებით, რომელთა ნაწილს მაგალითად ხარკოვში სააღდგომო მილოცვის წარწერებიც კი ჰქონდა.

დღეს ზუსტად ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი უკრაინაში შეიჭრა. ამ დროის განმავლობაში ომის სცენარი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, მთავარი ხელწერა უცვლელია. მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები არ წყდება. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 213 ბავშვი. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსები ინტენსიურად უტევენ უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებს. კვლავ ბლოკადაში რჩება მარიუპოლი.

მარიუპოლს შეუჩერებლად ბომბავენ. იმისთვის, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ უდიდესი საპორტო ქალაქი უსაფრთხოდ დატოვოს, გაერო რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყდეს საომარი მოქმედებები. ხმამაღალი განცხადებების და დაპირებების მიუხედავად, ოკუპანტები ამ დრომდე ბომბავენ აზოვსტალის ტერიტორიას. ვერ ხერხდება დაჭრილების, ქალების და ბავშვების ევაკუაცია.

ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების 12 შეტევა მოიგერიეს. განადგურებულია მტრის ოთხი ტანკი, ხუთი საარტილერიო სისტემა, 15 ერთეული მძიმე ტექნიკა, ერთი საბრძოლო ჯავშანმანქანა და ოთხი ავტომობილი. დაბომბვის საფრთხის გამო ევაკუაციის პროცესი დროებით შეჩერებულია.

ამ დროისთვის, ხერსონიდან მხოლოდ 610 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. რაც შეეხება დონეცკს და ლუგანსკს, მოსახლეობას თავშესაფრების დატოვებისგან რამდენიმე დღის განმავლობაში თავის შეკავებას ურჩევენ.

 
 
დღის ამბები