27 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
შუხუთში აღდგომის დღესასწაული ტრადიციული "ლელობურთით" აღინიშნება

აღდგომის დღესასწაული ტრადიციული "ლელობურთით" აღინიშნება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში. მას ორასწლოვანი ისტორია აქვს.

შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა საბამ, ერთ ფუთიანი ლელობურთი ჰაერში ააგდო და ზემო და ქვემო შუხუთლებს შორის დიდი შერკინება დაიწყო. ტრადიციულად,  მასში გამარჯვებული ის მხარეა, რომელიც ღელეზე ბურთის გადატანას შეძლებს. გამარჯვებულებს ბურთი სასაფლაოზე მიაქვთ, იმ წელს სოფელში გარდაცვლილის სულის პატივსაცემად. 

ამ თამაშს გურულები 1854 წლის "შუხუთფერდის’" ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა. 

წელს,  ბურთის წონამ  16 კილოს გადააჭარბა. 

2019 წელს "ლელობურთს" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. იგი სოფელ შუხუთში გაზაფხულზე, ყოველ აღდგომის დღესასწაულზე, ცაცხვების ქვეშ იმართება.

დღის ამბები