საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაგებამდე 4 საათი დარჩა. "კურიერის" გადამღები ჯგუფი პარიზში, ე.წ. მარსის ველთან, ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც რამდენიმე საათში თავის ამომრჩეველს ემანუელ მაკრონი მიმართავს. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები.
სიტყვით გამოსვლა დაანონსებული აქვს მის ულტრამემარჯვენე კონკურენტ მარინ ლეპენმსაც, რომელიც ამას საკუთარი შტაბბინიდან გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში არჩევნების მეორე ტური იმართება. ქვეყნის მოსახლეობა არჩევანს მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ულტრამემარჯვენე მარინ ლეპენს შორის აკეთებს. პირველი ეგზიტპოლები პარიზის დროით 20:00 საათზე გამოცხადდება. უბნების დახურვამდე ფრანგულ მედიას გამოკითხვების გამოქვეყნება ეკრძალება, რათა ამან ამომრჩევლის ნებაზე არ მოახდინოს გავლენა.