27 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
უკრაინის პირველი პირები რუსეთს სააღდგომო ზავის გამოცხადებისკენ უშედეგოდ მოუწოდებენ

უკრაინის პირველი პირები რუსეთს სააღდგომო ზავის გამოცხადებისკენ უშედეგოდ მოუწოდებენ. წინადადება დერეფნების გახსნას და ტყვეების გაცვლასაც მოიცავს.

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობაზე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტი თავის თურქ კოლეგას. ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგ, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამ საუბარს აპირებს ვლადიმირ პუტინთანაც:

"მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან. მისი პუტინთან საუბრის წინა დღეს მე ხაზი გავუსვი მარიუპოლიდან, მათ შორის "აზოვსტალიდან " მშვიდობიანი მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციისა და ბლოკადაში მყოფი ჯარისკაცების დაუყოვნებელი გაცვლის აუცილებლობას. ჩვენ განვიხილეთ მოლაპარაკებების პროცესის მიმდინარეობის, ისევე როგორც თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიების კოორდინაციის საკითხები, საუბარი შეეხო უკრაინის თავდაცვისუნარიანობას და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებასაც, რომელიც შავ ზღვაში უკრაინის ნავსადგურების ბლოკირების გამო საფრთხის ქვეშაა," - დაწერა უკრაინის ლიდერმა ტვიტერზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც. ბორის ჯონსონის თქმით მან უკრაინის პრეზიდენტს გააცნო უახლესი ინფორმაცია ბრიტანეთის მხრიდან დაგეგმილი დახმარების შესახებ. მისი განცხადებით, ბრიტანეთი უკრაინას დამატებითი სამხედრო  დახმარებას გაუწევს, მათ შორის იქნება ჯავშანმანქანები. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, კიევში მუშაობას აღადგენს მათი საელჩოც. ასევე ისინი აქტიურად მონაწილეობენ, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებაში.

დღის ამბები