აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებულ რეგიონებში ეუთო-ს რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას ორგანიზაცია ოფიციალურად ადასტურებს.
"ეუთო უკიდურესად შეშფოთებულია დონეცკსა და ლუჰანსკში სპეციალური სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე წევრის თავისუფლების აღკვეთით. ეუთო იყენებს ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას, რათა უზრუნველყოს პერსონალის გათავისუფლება" – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია შეუიარაღებელ თანამშრომელთა დივიზიაა, რომელსაც კონფლიქტის ზონების დაკვირვება და აღწერა ევალება. მისია აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფება.