საფრანგეთი დღეს პრეზიდენტს ირჩევს. მოქალაქეებს მოუწევთ, მეორე ტურში არჩევანი გააკეთონ ულტრამემარჯვენე მარინ ლეპენსა და მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის. საარჩევნო უბნები ქვეყანაში დილის რვა საათზე გაიხსნა. "კურიერის" გადამღები ჯგუფი პარიზში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მუშაობს.