ემანუელ მაკრონი, თუ მარი ლე პენი - ვისზე შეაჩერებს არჩევანს ფრანგი ელექტორატი. მაკრონი - 27,6%, ლე პენი - 23,0%, ასე გამოიყურება პირველი ტურის შედეგები. უკვე ხვალ კი ამომრჩეველს ამ ორ კანდიდატს შორის მოუწევს გადაწყვეტა.
"კურიერი" დაინტერესდა, თუ როგორი განწყობაა საზოგადოებაში არჩევნებამდე 1 დღით ადრე. გამოკითხულთა უმეტესობა მხარს ემანუელ მაკრონს უჭერს.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს ემანუელ მაკრონი მოიგებს. ფრანგების უმეტესობას არ მოსწონს ლე პენი. არის საუბარი ლე პენის რუსეთთან კავშირებზე, ამიტომ ვფიქრობ რომ ლე პენი ვერ შეძლებს მაკრონის დამარცხებას," - განაცხადა "კურიერთან" ერთ-ერთმა მოქალაქემ.
საფრანგეთის მოქალაქეებისთვის საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიის ერთგვარი ტესტია.
"ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან პროცესი გამოაჩენს თუ როგორ მუშაობს დემოკრატია. ასევე გამოჩნდება, როგორ ვიცავთ იმ პრინციპებს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლე პენის რუსეთთან კავშირი მის პოზიციებს კარგად ახასიათებს. ნამდვილად არ მინდა საფრანგეთი მეორე რუსეთი გახდეს. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც იპყრობს," - აღნიშნა "კურიერთან" ერთ-ერთმა მოქალაქემ.