27 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ცეცხლს 22:30 საათზე მიაბრძანებენ

ღამისთევის მსახურება დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში ჩატარდება. მრევლი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადება. სააღდგომო ლიტურგიას სამების ტაძარში დღეს პატრიარქი აღავლენს. 

"ვემზადებით ბრწყინვალე აღდგომის დასაწყებად, 23:00 საათზე მობრძანდება მისი უწმინდესობა. არქიდიაკონი წაიკითხავს სააღდგომო ეპისტოლეს და დაიწყება სააღდგომო წირვა. დღევანდელ დღეს იერუსალიმში გარდამოვიდა მადლმოსილი ცეცხლი და ამ ცეცხლს დაახლოებით 22:30 მოაბრძანებენ ტაძარში და მრევლს შესაძლებლობა ექნება, რომ წაიღოს სახლში ეს დიდი სიწმინდე,"- აცხადებს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი. 

დღის ამბები