ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს პროვოკაციებს, რათა დაადანაშაულოს რუსული მხარე ქიმიური, ბიოლოგიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაში. ამის შესახებ რუსეთის არმიის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების მეთაურმა განაცხადა.
იგორ კირილოვის თქმით, დასავლეთის გეგმა აჩვენებს, რომ რუსეთი წარმატებულ ოპერაციას ატარებს.
"რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქვს ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პროვოკაციების მომზადების შესახებ, რათა დაადანაშაულოს რუსეთის შეიარაღებული ძალები ქიმიური, ბიოლოგიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაში. ასეთი გეგმის არსებობა არის ერთგვარი რეაქცია რომ რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაცია წარმატებულია.
მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის მარტ-აპრილში დასავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელობა რეგულარულად აკეთებს პროვოკაციულ განცხადებებს რუსეთის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ," - განაცხადა იგორ კირილოვმა.