27 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
როგორ ჩაივლის აღდგომა ომში მყოფ ქვეყანაში - "კურიერი" რომანოვკაში, დაბომბილ ეკლესიაში იმყოფებოდა

"კურიერის" გადამღები ჯგუფი დღეს რომანოვკაში იმყოფებოდა. "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი კიევის ოლქის ერთ-ერთ სოფელში ჩავიდა, სადაც აღდგომისთვის მზადება დაწყებულია, თუმცა მოსახლეობას რთულ პირობებში დღესასწაულის შეხვედრა მოუწევს.

დაბომბილი ეკლესია, განადგურებული სახლები და დამწვარია ინფრასტრუქტურა - ასეთია ვითარება ადგილზე. ადგილობრივებს არ მიეწოდებათ წყალი, გაზი და ელექტროენერგია. ერთადერთი, რაზეც მათ წვდომა აქვთ, არის ჰუმანიტარული დახმარება.

"კურიერი" რომანოვკას ეკლესიის წინამძღვარს ესაუბრა.

"ხალხის ევაკუაციის დროს, მას შემდეგ რაც ხიდზე გადმოსვლა მოახერხეს, ბევრი მათგანი აქ ჩვენს ტაძარს აფარებდა თავს. ეზოში პატარა ეკლესია იდგა რომელიც დაიწვა. მის ქვეშ სარდაფში ათეულობით ადამიანი იყო - ქალები, პატარა ბავშვები. ყველაზე საშინელი დანაშაული ადამიანების დახოცვა იყო. ღმერთი გვეუბნება რომ არ უნდა მოვკლათ. არავის აქვს უფლება სხვა ადამიანს წაართვას სიცოცხლე. ამას გამართლება არ აქვს. სამწუხაროდ ზარალიც დიდია. მთავარი ტაძარიც დაზიანდა, თუმცა მთელი ეს პერიოდი მე ვლოცულობდი და ღმერთს ერთ რამეს ვთხოვდი, შესაძლოა, ყოფილიყო ნატყვიარები, დაზიანებები, მხოლოდ მთავარი იყო არ დაეწვათ. ახლა როცა ვუყურებ ცრემლებს ძლივს ვიკავებ, მაგრამ თან მიხარია, მიხარია, რომ გადარჩა. დაზიანებულია, დაჭრილია, მაგრამ გადარჩა," - განაცხადა რომანოვკას ეკლესიის წინამძღვარმა მამა ვლადიმირმა.

დღის ამბები