27 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
"ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ მცდარი იყო..."- რა მიზნით აწარმოებს ნიკა მელია დავით კეზერაშვილთან მოლაპარაკებებს 

რა გეგმით აპირებს ენმ მოქმედებას - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ Facebook LIVE-ში სააკაშვილითან დაკავშირებულ იმედგაცრუების გარდა ვრცლად ისაუბრა თუ როგორ უნდა იმოქმედოს პარტიამ და ზოგადად ოპოზიციამ. 

ნიკა მელია ასევე დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ გეგმებსაც შეეხო. მოქალაქის მიერ Facebook LIVE-ში ​დასმულ შეკითხვას, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს უკავშირდებოდა, მელიამ უპასუხა, რომ ბოლოს კეზერაშვილს ორი კვირის წინ შეხვდა და აპირებს გააგრძელოს მასთან თანამშრომლობა.

ნიკა მელიამ ასევე კეზერაშვილთან პირველი შეხვედრაც გაიხსენა, რომელიც ციხიდან მისი გათავისუფლების შემდეგ შედგა.

"ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც მე მაწუხებდა მივიღე ჩემთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი. ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ აწმყოში იყო სხვაგვარი და მცდარი, მაგრამ ამის მიღმა წარსულში ქექვას არ ვაპირებ. 2 კვირის წინათაც ვიყავი, სამჯერ შევხვდით სულ და ვაპირებ პარტნიორობას,"-აცხადებს ნიკა მელია. 

დღის ამბები