27 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლი გადმოვიდა.  წმინდა ცეცხლის გადმოსვლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომლოცველები ელოდებოდნენ.

ზეციური ცეცხლი ზუსტად 15:32 საათზე გადმოვიდა. ტაძარში შეკრებილი მრევლისთვის, უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველო - კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა. 

წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღეს დაახლოებით 22:00 საათზე ჩამოიტანენ. 

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. საეკლესიო წყაროების მიხედვით, დიდ შაბათს იერუსალიმის ტაძარში მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლა საკვირველი მტკიცებაა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებისა და დიდებულებისა. უნივთო ცეცხლმა, ნათელმა, მოციქულთა და წმიდა მამათა მოწმობით, ჯერ კიდევ აღდგომისას განაბრწყინა მაცხოვრის საფლავი.

დღის ამბები