გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში ვიზიტით მოსკოვში ჩავა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გაეროს გენერალური შტაბის სპიკერის, ერი კანეკოს ინფორმაციით, გუტიერეში იმედოვნებს, რომ მისი მოგზაურობის განმავლობაში ისაუბრებს იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.
კრემლის ინფორმაციით, შეხვედრა 26 აპრილს შედგება.
როგორც გაეროს გენერალური შტაბის სპიკერი აღნიშნავს, გაეროს ოფისი ასევე კავშირშია უკრაინის მთავრობასთან პოტენციური ვიზიტის შესახებ.