შარლ მიშელსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მიშელი პუტინს უკრაინაში ვიზიტის შესახებ ესაუბრა. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა უკრაინის ომზე ევროკავშირის პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა. აქვე, კრემლის ლიდერისგან აღდგომის დღეებში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა.
შარლ მიშელმა ყურადღება გაამახვილა ჰუმანიტარული დერეფნების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით მარიუპოლის შემთხვევაში.