27 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
"მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მედიამ სიმართლე გაიგოს"- რას წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი "აზოვსტალში" მყოფ მოქალაქეებზე 

უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ოკუპანტები შეგნებულად არ ათავსიუფლებენ "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე მყოფ სამოქალაქო პირებს, რადგან მოხდეს ქალაქის დამცველებზე ზეწოლა და მათ დანებება აიძულონ - ამის შესახებ ირინა ვერეშჩუკმა Telegram-ის საშუალებით განაცხადა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მარიუპოლის ქარხნის ტერიტორიაზე ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მედიამ სიმართლე გაიგოს: რუსებს "აზოვსტალზე" შტურმის ეშინიათ, მაგრამ ამავე დროს ისინი მიზანმიმართულად და ცინიკურად ეწინააღმდეგებიან "აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოქალაქეების გასვლას, რითაც ცდილობენ, რომ ჩვენს სამხედროებზე დამატებითი ზეწოლა განახორციელონ," - განაცხადა ირინა ვერესჩუკმა

მოსკოვმა მარიუპოლის უკანასკნელი ციხესიმაგრის განადგურების ბრძანა გასცა, თუმცა ბატალიონი "აზოვი" და 36-ე საზღვაო ბრიგადა პოზიციებს ამ დრომდე ინარჩუნებენ. ქარხანას, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად ათასამდე ბავშვი, ქალი და მოხუცია, ავიაციის გარდა ოკუპანტები ტანკებიდან და მძიმე არტილერიიდან ესვრიან.

დღის ამბები