მოლდოვის მთავრობამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კითხვარი შეავსო. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.
მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ღონისძიებაზე შევსებული კითხვარი ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს იანის მაჟეიკსს გადასცეს.
"ევროკავშირში გაწევრიანება - ეს არის მოლდოვის ეროვნული პროექტი, ამჟამინდელი თაობის პროექტი, სინათლე გვირაბის. ევროკავშირი უპირველეს ყოვლისა, არის მშვიდობის, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და განვითარების პროექტი. მოლდოვა ევროპულ ოჯახში უსაფრთხოდ იქნება," - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ.
ცნობისთვის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირის კითხვარი შესავსებად 11 აპრილს გადაეცათ.