რუსეთმა უნდა უზრუნველყოს უკრაინის ნეიტრალური და არაბირთვული ქვეყნის სტატუსი - ამის შესახებ შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი აცხადებს.
ანატოლი ანტონოვი ამბობს, რომ ე.წ სპეციალური ოპერაციის მიზანი უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა.
რუსეთის ელჩი "ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციაში" რუსეთისთვის დამკვირვებლის სტატუსის შეჩერებასაც ეხმაურება. მისი თქმით, ეს დიდი შეცდომაა, რაც ორგანიზაციას ასუსტებს. ანტონოვი აცხადებს, რომ რუსეთი დაინტერესებულ პარტნიორებთან ურთიერთ სასარგებლო სავაჭრო, ეკონომიკურ და სხვა კავშირებს დაამყარებს.