27 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ვაშინგტონი პარტნიორების ერთგულია და განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას- ნედ პრაისი

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ. დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რა დახმარებას განიხილავს შტატები საქართველოში რუსეთის მორიგი სამხედრო აგრესიის ან ანექსიის შემთხვევაში. ნედ პრაისი აცხადებს, რომ მსგავსი სცენარის ჰიპოთეზებს არ განავრცობს, თუმცა როგორც უკრაინის მაგალითზე, ვაშინგტონი რეგიონში პარტნიორების ერთგულია და განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას.

"საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ეს მხარდაჭერა და პარტნიორობა საქართველოსთან სხვადასხვა გზით ვაჩვენეთ, მათ შორის ბოლო თვეებში. არ განვავრცობ ჰიპოთეზებს, რა შეიძლება ვიხილოთ მოსკოვის მხრიდან, თუმცა როგორც უკრაინასთან ვაჩვენეთ, ჩვენი პარტნიორების ერთგულები ვართ მთელ რეგიონში.

საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც იცის, როგორია რუსული აგრესიის კვალი. ეს არის ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გადაიტანა ეს აგრესია 2008 წელს. მას შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ საქართველოს, მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა," - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

დღის ამბები