რუსულმა ძალებმა ბუჩაში აშკარა ომის დანაშაულები ჩაიდინეს - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია Human rights watch-ის მიერ გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშია ნათქვამი.
ორგანიზაციის მკვლევარებმა, ბუჩაში სიკვდილით დასჯის, სხვა უკანონო მკვლელობების, იძულებით გაუჩინარების, წამებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებები მოიპოვეს.