მარიუპოლის ტელეანძაზე რუსმა სამხედროებმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშა აღმართეს. აზოვის ზღვაზე მდებარე საპორტო ქალაქის აღებას ზეიმობენ ჩეჩენი მებრძოლებიც. ვიდეოკადრებს რუსული საინფორმაციო არხები ავრცელებენ.
რუსები მარიუპოლის აღებას ზეიმობენ, თუმცა მათი კონტროლი არ ვრცელდება "აზოვსტალის" ქარხანაზე, რომელიც მარიუპოლის ტერიტორიის დაახლოებით 15%-ია. ალყაში მყოფი უკრაინელი სამხედროები მეტალურგიული კომბინატის დატოვებას და დანებებას არ აპირებენ.