27 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ - სენატორი კრის კუნსი

"მადლობა ლიდერობისთვის, მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის" - ეს სიტყვები სენატორ კრის კუნსს ეკუთვნის, რომელიც სხვა სენატორებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. სენატორმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.

"მადლობა, რომ უკრაინის მხარდასაჭერ განცხადებას აკეთებთ და გაეროში კენჭისყრაში მიიღეთ მონაწილეობა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საერთო საქმე ვაკეთოთ. მადლობა იმ პროგრესისათვის, რაც მიღწეულია თქვენს ქვეყანაში 1992 წლიდან, კონფლიქტებისა და გარე საფრთხეების მიუხედავად. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ. ჩვენ გამიზნულად ჩამოვედით აქ, იმიტომ, რომ საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში და ვხედავთ, რომ ქვეყანა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს არამარტო რეგიონში, არამედ მსოფლიო არენაზე. მადლობა ლიდერობისთვის, მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის," - აცხადებს კუნსი.

 
 
დღის ამბები