27 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
თბილისში სამხედროების პროფესიული სასწავლებელი აშენდება

ქუთაისის კადეტთა ლიცეუმი მალე ქვეყანაში ერთადერთი აღარ იქნება. მომავალი სამხედროების პროფესიული სასწავლებელი აშენდება თბილისშიც. ტერიტორია შერჩეულია, სამუშაოები ახალი ლიცეუმის ასაშენებლად წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს. დედაქალაქში მომავალი კადეტებისთვის სასწავლებლის აშენების გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქუთაისში სწავლის მსურველთა რაოდენობა აღმოსავლეთ საქართველოდან გაიზარდა.

კიდევ ერთი სიახლე თავდაცვის უწყებას სპეცრაზმელებისთვის აქვს - მუხროვანში, ძველი ბაზის ტერიტორიაზე ახალი თანამედროვე ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. სპეციალური ოპერაციის ძალებისთვის მათ წვრთნაზე მორგებული ნატოს სტანდარტების სასროლეთები, ყაზარმები და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სპეციფიკური სავარჯიშო მოედნები შენდება.

 
დღის ამბები