27 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
"ლელო" რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების აკრძალვას მოითხოვს - რა პასუხი აქვთ მოთხოვნაზე მმართველ გუნდში

"ლელო" ინიციატივით გამოდის, საქართველოში აიკრძალოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოები. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე დაასახელა კონკრეტული მაგალითებიც. მისი თქმით, ჩამონათვალში უნდა მოხვდეს "წმინდა გიორგის ლენტი" და უკრაინის ომში რუსეთის სიმბოლოებად ქცეული ლათინური ასოები "Z" და "V".

ოპოზიციის მოთხოვნას მმართველ გუნდში უპასუხეს. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ოპონენტების მხრიდან მსგავს მოთხოვნას კამპანიური ხასიათი აქვს:

"ჩვენ ასო-ბგერაში ზ და ვ სხვანაირი ფორმის არის და დაგვანებონ თავი. ლათინური სიტყვებიდან Z და V ამოვიღოთ? ფილმი "ზორო" აღარ გავუშვათ? არსებობს საერთაშორისო ბრენდები, სადაც Z და V გამოყენებულია და ათასი რამეა, გამომდინარე აქედან ამ ასოს გამოყენება არ ვიცი, რანაირად უნდა ავკრძალოთ. ჩვენ თუ ასე წავედით, მაშინ "გიორგი სააკაძეც" უნდა ავკრძალოთ, იმიტომ რომ იქ რუსეთია ნახსენები და საბჭოთა პერიოდში გადაღებულია, "ჯარისკაცის მამაც" და ბევრი რამ ასეთი. გამომდინარე აქედან, მე ვფიქრობ რომ ამას ახლა უფრო კამპანიური ხასიათი აქვს," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები