27 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
NDI-ის მორიგი გამოკითხვა - რა შეფასებები მოჰყვა კვლევას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მორიგ კვლევას გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით, კვლევაში ნათლად ჩანს, რომ საქართველო კვლავ პროევროპულ ქვეყნად რჩება და სურს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ასევე მკაფიოდ არის გამოხატული, რომ საქართველოს მოსახლეობას რუსეთი აგრესორ ქვეყნად მიაჩნია.

პარტიულ რეიტინგებს გამოეხმაურა "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი, მისი შეფასებით, კითხვაზე გაცემული პასუხებით ჩანს, რომ მოსახლეობა ამ კვლევებს არ ენდობა და გულწრფელად არ პასუხობს. მისი თქმით, ასევე გაურკვეველია რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით კითხვაც, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია არათუ რიგით მოქალაქეებს, დეპუტატებსაც არ აქვთ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ საქართველოს მოსახლეობა კვლავ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეა, თუმცა კითხვა აქვს NDI-ის ლოგიკასთან:

"როგორი ლოგიკიდან გამომდინარეობს NDI როდესაც ამბობს, რომ 80% კმაყოფილია ამ მიმართულების, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია და იგივე რაოდენობა უკმაყოფილო იყოს იმით, რაც რეალურად ამ ასპარეზზე გვაქვს.

რაც შეეხება პარტიებთან დამოკიდებულებას, ჩვენთვისაც ცნობილია, რომ ნაცმოძრაობის რეიტინგი ძალიან დაბალია, მით უმეტეს ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ გაუჭირდათ, მაგრამ პროცენტები და შეფასება არა მგონია ზუსტად ის იყოს, რაც ასახავს საზოგადოების განწყობებს და ზოგადად გამოკითხვა როგორც ასეთი, საკმაოდ არის დისკრედიტირებული საქართველოში," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები