27 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ევროკავშირის წევრობას გამოკითხულთა 82%, NATO-ში ინტეგრაციას კი 71% უჭერს მხარს - NDI კვლევა

რა განწყობებია საქართველოში უკრაინის ომამდე და ომის შემდეგ?! ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიში მოიცავს პოლიტიკურ ნაწილსაც. 

კითხვაზე - როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? გამოკითხულთა 28% პასუხობს, რომ სწორად. 44%-ს მიაჩნია, რომ არასწორად, 17% კი თვლის, რომ საქართველო არ იცვლება.

რომელი პარტია დგას თქვენთან ყველაზე ახლოს? გამოკითხულთა 22% ასახელებს "ქართულ ოცნებას", "ნაციონალური მოძრაობა" -7%, სხვა პარტიები - 6%. 64%-ს მიაჩნია, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

როგორ შეაფასებთ შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობას?

პრემიერ მინისტრის ინსტიტუტი - კარგად 26%, ცუდად 36%.
პრეზიდენტი: კარგად -24% ცუდად - ასევე 24%.
პარლამენტი: კარგად 13% ცუდად - 40%

როგორ შეაფასებთ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე მათ საპასუხო ქმედებებს?

პრეზიდენტის ქმედებებს დადებითად აფასებს 63%, უარყოფითად კი 18%.
პრემიერ-მინისტრის საქმიანობას დადებითად 46%, უარყოფითად კი 37%.

ვისი ბრალია უკრაინაში ომი? ამ კითხვაზე პასუხად რუსეთს ასახელებს 67%, პერსონალურად პუტინს 11% - შტატებს 9%, უკრაინას კი გამოკითხულთა 5%.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს გლობალურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მისაღებია - 49%-სთვის, მიუღებელია 37%-სთვის.

რუსეთთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა უფრო უნდა გაღრმავდეს 25%-ის აზრით. უცვლელი უნდა დარჩეს 27%-სთვის, უფრო უნდა შეზღუდოს 39%-ის აზრით - ოკუპანტთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება მიუღებელია 37%-სთვის.

მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? მისაღებია 82%-სთვის, მიუღებელი კი გამოკითხულთა 9%-სთვის.

ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი მისაღებია 83%-სთვის, მიუღებელია 5%-სთვის.

ცალკე კითხვაა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე - მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი? დადებითი პასუხი აქვს 71%-ს, უარყოფითი 15%-ს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ კვლევის საველე სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა. თებერვალში, უკრაინის ომის დაწყებამდე, მარტში უკვე საბრძოლო მოქმედებების დროს. საველე სამუშაოები მოიცავდა 2 024 დასრულებულ ინტერვიუს. საშუალო ცდომილების ზღვარი ±1.6%-ია.

დღის ამბები