27 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
მოსახლეობაში გამყარდა მოსაზრება, რომ ქვეყანა ევროკავშირთან და ნატო-სთან მჭიდრო ურთიერთობით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან დაახლოებით - NDI

საქართველოს მოქალაქეები 67 პროცენტი ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი რუსეთის ბრალია. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და CRRC-საქართველო ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობაში გამყარდა მოსაზრება, რომ ქვეყანა ევროკავშირთან და ნატო-სთან მჭიდრო ურთიერთობით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან დაახლოებით.

უკრაინაში ომმა გააძლიერა საზოგადოების განწყობა იმის შესახებ, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ნატო საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს. გამოკითხულთა 22 პროცენტის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს "ქართული ოცნება" დგას, 7 პროცენტი "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს, 64 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს. კვლევის საველე სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა, თებერვალში და მარტში. საველე სამუშაოები მოიცავდა 2 ათას 24 დასრულებულ ინტერვიუს, საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/-1.6%-ია. 

დღის ამბები