რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, რომელიც ტვერში მდებარეობს, ძლიერი ხანძარია.
რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარს 2 ადმიანი ემსხვერპლა, დაშავდა 22. ადგილზე მუშაობენ ექიმები და მაშველები.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, დაშავებულებს დახმარება სასწრაფო დახმარების 14-მა ბრიგადამ აღმოუჩინა.
უკრაინული გამოცემა "უნიანი" წერს, რომ სწორედ ამ შენობაში ამზადებდნენ "ისკანდერებს" და სხვა კომპლექსებს, რომელსაც უკრაინის ომში გამოიყენებდნენ.